среда, 13 мая 2015 г.

დღე 9.


ინტელის პროექტის მეცხრე დღეც დადგა .გავიმეორეთ წინა დღეებში ნასწავლი მასალა.დავათვალიერეთ  ბუკლეტები,ვისიამოვნეთ... შევუდექით პროექტის პრეზენტაციას. შევაფასეთ ერთმანეთის ნამუშევრები
1. ქართრული ენის პედაგოგმა წარმოადგინა ნამუშევარი _,,ბრბოს ფსიქოლოგია.
2. ისტორიის პედაგოგმა ირმა მემანიშვილმა-ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება საქართველოში
3. მუსიკის პედაგოგმა თამუნა იმერლიშვილმა -თავისუფლების როლი ხელოვნებაში. :
4. ხელოვნების მასწავლებელმა ნათელა ჯიბუტმა-ეს ყველაფერი ხელოვნებაა
5. გეოგრაფიის პედაგოგმა ეკა ლეგაშვილმა-ატმოსფეროს ეკოლოგია
6. ფიზიკის პედაგოგმა ნათელა ზირაქიშვილმა-ელექტრონული ენერგიის ხარჯი
7. მუსიკის პედაგოგმა ვერა ჯინჭარაძემ--ქართული მუსიკალური ფოლკლორი
8. ქართული ენის პედაგოგმა თამთა ინაურმა-ჩვენი თანატოლები. 

მინდა აღვნიშნო, რომ ტრენინგის კურსი ძალიან საინტერესო და ჰაერივით აუცილებელი   იყო თითოეული ჩვენგანისთვის.
დღე 8

 დავასრულეთ პროცედურები, გავიმეორეთ შესწავლილი მასალა, გადავხედეთ პროექტის გეგმას,შევავსეთ გეგმები სრულყოფილად,ვისწავლეთ გუგლ-ფორმების შექმნა, შევქმენით  კითხვარი ონლაინ გამოკითხვისთვის. გადავხედეთ პორტფოლიოს და შევამოწმეთ მისი სისრულე, ვისწავლეთ დოკუმენტების დრაივზე ერთი საქაღალდიდან მეორეში  გადატანა.კითხვარი დავდეთ ბლოგზე.

понедельник, 11 мая 2015 г.

 დღე 7

გავეცანით გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის სქემას.მოვიფიქრეთ აქტივობები. შევქმენით პრეზენტაციის შაბლონი.გავეცანი დიფერენცირებული სწავლების შაბლონს.ბლოგზე შევქმენით ფეიჯები.პორტფოლიო დავდეთ ბლოგზე.

суббота, 9 мая 2015 г.

დღე 6

დღეს ვისწავლეთ პრეზენტაციის ჩაშენება ბლოგზე, ასევე გამოქვეყნება.გავეცანით
 სხვადასხვა ტიპის შეფასების რუბრიკებს და შევინახეთ შეფასების ფაილში. ჩვენ
 მიერ დაწერილი ამოცანების და პრეზენტაციის გათვალისწინებით გავაკეთეთ 
შეფასების რუბრიკა. ჩამოვწერეთ პროცედურების
 შედგენის ჩეკლისტი.


დღე 5. 

დღეს ვისწავლეთ დრაივზე კომენტარის გაკეთება და ჩვენი დოკუმენტების გაზიარება. ნაშრომებს უნდა ახლდეს გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი, რათა დავიცვათ საავტორო უფლებები.   გადავხედე "რომეო და ჯულიეტას" პრეზენტაციას, ამის შემდეგ შევქმენი მოსწავლის პრეზენტაცია, რამაც უფრო დამაფიქრა და მოსწავლის თვალით დამანახა ჩემ მიერ დაგეგმილი პროექტი. აღნიშნული პრეზენტაცია შევინახე მოსწავლის ნიმუშებში.
დღე 4.

გავეცანით მეორე მოდულის მესამე აქტივობის შეფასების 5 მიზანს, შევარჩიეთ ჩვენი პროექტის ხუთივე მიზნისათვის შესაბამისი მეთოდები და  ინსტრუმენტები, შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო და შევქმენით  მოსწავლეთა საჭიროების შესაბამისი ,, ვიცი--მინდა ვიცოდე- ვისწავლე"დიაგრამა..ამოცანებს მოვარგეთ აქტივობები,დრაივზე ავტვირთეთ პორტფოლიო,

დღე 3.

ტრენინგი დავიწყეთ ტექსტის ბოქსების შექმნით.ვმუშავეთ ვიუვერში,გავეცანით მეორე მოდულში სასწავლო პროექტის  დაგეგმვას.გადავხედეთ სტანდარტებს,არის თუ არა მაღალი სააზროვნო უნარების შესაბამისი.მეორე მოდულში აქტივობა პირველში გავხსენით განახლებული ბლუმის ტაქსონომია,ზმნების კლასიფიკაცია.ზმნები არის თუ არა სტანდარტის შესაბამისი.შევამოწმეთ სასწავლო გეგმაში ჩაწერილი სტანდარტები.შემდეგ ვიუვერში გავეცანი დოკუმენტს  ,, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების სიტყვები.''დავწერეთ  პროექტის ამოცანები.მიზნები.ვიუვერის მე-2 მოდულში გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვის ნიმუშებს და სასწავლო პროექტის გეგმაში შევავსეთ ზოგადი,თემატური და შინაარსობლივი კითხვები.

 დღე 2.

ერთმანეთის საპროექტო იდეები, გავიტანეთ პროექტის შაბლონის გეგმაში. ისეთი სტანდარტეტები, ინდიკატორები- შედეგები, რომლებიც უნდა შევაფასოთ. რესურსებში გავეცანით ბუკლეტის ნიმუშებს. ვისწავლეთ შექმნილი გეგმის შაბლონის შენახვა და გაგზავნა.   შევქმენით საკუთარი ბუკლეტი, ჩავსით ფოტო, გავგზავნეთ მეილზე. ბუკლეტი შევინახეთ სასწავლო პროექტის დამხმარეში.
  დღე 1.

 დავამუშავეთ  Intel Education Viewer-ში მოცემული I მოდულის რამდენიმე  პუნქტი:

ჩამოვტვირთეთ პორტფოლიოს რუბრიკა, პორტფოლიოს ჩეკლისტი და პროექტის
მახასიათებლების ჩეკლისტი, გავეცანით აღნიშნული ფაილების შიგთავსს და შევინახეთ
ჩვენს პორტფოლიოში.